პოლიტიკა
"გასაუბრება მქონდა სოზარ სუბართან და შემომთავაზეს მოადგილეობა" - ზურა ხაჩიძე


ზურა ხაჩიძე ბესიკ ამირანაშვილის გუნდს შეუერთდა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მომღერალი მესამე მოადგილედ დანიშნა. აღნიშნული პოზიცია ოფიციალურად მან 12 ივნისს დაიკავა. ხაჩიძე კულტურის, განათლების და სპორტის მიმართულებას ჩაიბარებს.

მინდა ჩემი გამოცდილება და ენერგია მოვახმარო ამ რეგიონს - განაცხადა ზურა ხაჩიძემ რეგიონულ მედიასთან საუბრისას. მისი თქმით, თანამდებობაზე დანიშვნა სოზარ სუბარმა შესთავაზა. ხაჩიძე თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბორჯომში იცხოვრებს.

Print