პოლიტიკა
"ოცნებას ვუჭერდი მხარს და დამიფასეს, ამაში ცუდს ვერ ვხედავ" - ზურა ხაჩიძე
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ, პირველივე სამუშაო დღეს, ადგილობრივ მედიასთან ვრცელი კომენტარი გააკეთა. ზურა ხაჩიძემ ისაუბრა, რა მიმართულებებს ჩაიბარებს რეგიონში. მის დანიშვნაზე კი განაცხადა, რომ შემოთავაზება სოზარ სუბარისგან მიიღო. ხაჩიძემ არ გამორიცხა, რომ ეს გადაწყვეტილება ცენტრალურმა ხელისუფლებამ, მის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო მიიღო.

მომღერალი მმართველი პარტიის მიმართ სიმპათიას ღიად გამოხატავდა. მისი მხარდაჭერა განსაკუთრებით თვალშისაცემი საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წევრი არ არის, თუმცა სალომე ზურაბიშვილის მიმართ მხარს ღიად უჭერდა.

"დღევანდელი პოლიტიკური გუნდის, რომელსაც ოცნება ჰქვია, შეხედულებებს ვიზიარებ", - თქვა ზურა ხაჩიძემ.

Print