პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიამ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოაცხადა
სამხარეო ადმინისტრაციამ ორ ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს სპეციალისტს (საინჟინრო საქმე) შეარჩევს. ამ დრომდე საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის მოვალეობას ხელშეკრულებით აყვანილი პირი ასრულებს, პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიცია კი ვაკანტურია.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე hr.gov.ge კონკურსი ოთხ ივნისს გამოცხადდა. განაცხადის შევსება 14 ივნისამდეა შესაძლებელი. 13 ივნისის 16:00 საათის მონაცემებით, საინჟინრო საქმეზე შვიდი განაცხადია გაკეთებული, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე კი - 12.

შერჩეულ აპლიკანტს 12-თვიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანენ. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას არაუგვიანეს 3 თვის ვადაში მიიღებს.
Print