პოლიტიკა
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრობიდან პრემიერის მრჩევლის პოსტზე გადაინაცვლა

 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა. ის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლად დაინიშნა. მთავრობის მეთაურმა სერგეენკო ერთ-ერთ წარმატებულ მინისტრად დაასახელა და კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ჯანდაცვის უწყებას დღეიდან ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს.

 


სერგეენკო ერთ-ერთი სტაჟიანი მინისტრია.ის მთავრობის უცვლელი წევრი 2012 წლიდან არის.

 

Print