პოლიტიკა
"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი" - გიორგი გახარია

 

"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი" – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობასთან განაცხადა.

 

„პირველ რიგში, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დგას ახლა ამ მოედანზე და შეიძლება, გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებთ, ერთმნიშვნელოვნად
დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. რაც აქ ხდება, ამას ქვია სახელმწიფო  ინსტიტუტების შტურმი. სხვა ყველაფერს მერე გეტყვით
“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველის პარლამენტთან ათასობით მოქალაქეა შეკრებილი. აქციაზე თავდაპირველად რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის ვიზიტი გააპროტესტეს, მოგვიანებით კი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირების გადადგომა მოითხოვეს.

Print