პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის პასუხი პუტინის ბრძანებაზე
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის განუცხადა, რომ ტურისტებმა უნდა გააგრძელონ ქვეყანაში ჩამოსვლა, რადგან მათ საქართველო უყვართ. „პრობლემების გადაწყვეტა გულისხმობს საქართველოს გაერთიანებას, მაგრამ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს ტურისტებზე, მოსახლეობაზე, მშვიდობიან ვითარებაზე საქართველოში, რომელიც ნარჩუნდება ყველაფრის მიუხედავად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, რეგიონში დაძაბულობა არავის სჭირდება.

ჩვენ უნდა დავიწყოთ დეესკალაცია, იმიტომ, რომ არავის, არც საქართველოს, არც ევროკავშირს, არ სჭირდება დაძაბულობის ახალი კერა რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებდით - მშვიდობიანი გზით პასუხის გაცემას დაძაბულობის გაჩენის ყველა მცდელობაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

Print