პოლიტიკა
საპროტესტო აქცია – დღე მეოთხე
პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 19:00 საათისთვის განახლდა საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნები უცვლელია:

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, 21-21 ივნისს აქციის დროს დაკავებული პირების პატიმრობიდან გათავისუფლება და არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება. აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ჯერჯერობით საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა, გზის გასწვრივ აქციის პერიმეტრზე განლაგებულები არიან პოლიციელები.

საპროტესტო აქციაში ასევე მონაწილეობენ სამცხე–ჯავახეთის მაცხოვრებლები, რომელთა ნაწილი 20 ივნისიდან, ხოლო ნაწილი მოგვიანებით შეუერთდა სახალხო პროტესტს.

20-21 ივნისს მშვიდობიანი აქცია, რომელიც რუსეთის დუმის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის მოქმედებების გასაპროტესტებლად დაიწყო, პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და ცრელმსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის ორმა დაკარგა თვალი. დაშავდნენ სამოქალაქო პირები, ასევე სამართალდამცველები. დაშავებულებს შორის იყო 31 ჟურნალისტი.


Print