პოლიტიკა
„თუ აღმოჩნდება, რომ იყო სისტემური დარღვევები, ჩემი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ვიღებ“ - გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრმა 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა. გიორგი გახარიამ აქციის დაშლისას პასუხისმგებლობების გადანაწილებაზეც ისაუბრა.

„არავინ ჩემს გარდა ამ ღონისძიებაზე პასუხს არ აგებს. მე ვაგებ, თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილიც არის გასათვალისწინებელი. ის შედეგები რაც ჩვენ მივიღეთ იმ პრობლემებით, რომელიც არის. ჩვენ ამ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ და შესაბამისად ვუპასუხოთ. თუ აღმოჩნდება, რომ იყო სისტემური დარღვევები, რა თქმა უნდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ. თუმცა, არის პოლიტიკური კომპონენტი და როდესაც ვიღაც ცდილობს მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფოს და ინსტიტუტების რღვევას, რა თქმა უნდა მე ამას არ დავუშვებ,’’
- განაცხადა გიორგი გახარიამ.
Print