პოლიტიკა
ახალქალაქის ყოფილი გამგებელი გუბერნატორმა მრჩევლად დანიშნა

 

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მრჩეველი დანიშნა. პოსტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ედუარდ აგასარიანმა ჩაიბარა. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს. ახალი სტატუსით უკვე წარსდგა ახალქალაქის მერიის თანამშრომლების წინაშე. 

რწმუნებულის ადმინისტრაციაში "მეცხრე არხს" უთხრეს, რომ დანიშვნის შესახებ ბრძანება 18 ივლისს დაიწერა. ედუარდ აღასარიანი ძირითადად, ახალქალაქსა და ახალციხეში იქნება. 

ედვარდ აგასარიანს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელის პოზიცია2014-2017 წლებში ეკავა. მანამდე ის იყო რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენელი.
Print