პოლიტიკა
საკრებულოს სხდომაზე, სოფლების ნაწილში, პრიორიტეტები შეიცვალა
ახალციხეში, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ათი საკითხი განიხილეს.

ქონების გადაცემის, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანისა და 2019 წლის ორივე კვარტლის საქმიანობის შეფასებასთან ერთად, დეპუტატებმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს ანგარიშიც მოისმინეს გაწეული საქმიანობის შესახებ.

სხდომაზე განიხილეს ასევე, სოფელ კლდეში სამი მოსაცდელის გასაკეთებლად თანხის დამატების საკითხი.

16 ათასი ლარის ნაცვლად კლდეში პროექტის დასრულებისთვის ჯამში 21 914 ლარი გახდა საჭირო.

გარდა ამისა, ზიკილიაში შეიცვალა პრიორიტეტი და სანიაღვრეების ნაცვლად, გარეგანათებები გაკეთდება.

რაც შეეხება მიქელწმინდას, გაირკვა, რომ დაგეგმილი სასმელი წყალი სოფელში ვეღარ გაკეთდება.

Print