პოლიტიკა
ლია გიგაური სოფლების ფოკის, ვლადიმეროვკისა და ტამბოვკის მოსახლეობას შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფოკაში, ვლადიმეროვკასა და ტამბოვკაში იმყოფებოდა, სადაც მოსხლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატი და ნინოწმინდის მერი ესწრებოდნენ, თემში არსებული გამოწვევებისა და იმ საკითხების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

„ძალიან მნიშნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნასთან დაკავშირებული გამოწვევები. ჩვენ ერთ ენაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ეს სახელმწიფო ენა უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ იყო შეთავაზება რეგიონში სახელმწიფო ენის მიბილური ჯგუფების ჩასვლასთან დაკავშირებით. ისინი დეხმარებიან ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფო ენის ფლობა სჭირდება“,
- განაცხადა ლია გიგაურმა შეხვედრაზე.

საჭიროებები, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან იყო წარმოდგენილი, ძირითადად ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდებოდა. საუბარი აგრეთვე შეეხო სკოლების რეაბილიტაციას.
Print