პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ მივლინებაში 1 335 ლარი დახარჯა
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მივლინებებზე ჯამში 28 649 ლარი დახარჯა. აქედან ყველაზე მეტი სამივნილებო ხარჯი კახეთის რეგიონის ადმინისტრაცის ჰქონდა. უწყებამ მიმდინარე წლის 6 თვეში მივლინებებზე 6 255 ლარი დაიხარჯა. ყველაზე მცირებიუჯეტიანი მივლინებები კი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ჰქონდა - 207 ლარი.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას - აქ ექვს თვეში 1 335 ლარია დახარჯული.
Print