პოლიტიკა
ადვოკატი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ბარძიმაძე გარდაიცვალა
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის ლიდერი, ახალციხის მერობის კანდიდატი ირაკლი ბარძიმაძე გარდაიცვალა. კოლეგების თქმით, მას 13 აგვისტოს ჩაფიძის კლინიკაში გული გაუჩერდა.

„ძალიან სამწუხარო რამ მოხდა. რეალური მიზეზი ჯერ არ ვიცით. პარტიის თავმჯდომარემ გამაგებინა, რომ წუხელ, გვიან გონება დაკარგა და ვეღარ მოვიდა გონს“, - გვითხრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ახალკაცმა.

ირაკლი ბარძიმაძეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ბოლო დროს მას გული აწუხებდა.

49 წლის მამაკაცი შვიდი წელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო და აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით გამოირჩეოდა. ის 2017 წელი, თვითმმართველობის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, სადაც ახალციხის მერობის კანდიდატი იყო.

პოლიტიკურ საქმიანობამდე კი ბარძიმაძე პროკურორად და საგამოძიებო უწყებებში მუშაობდა.
Print