სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალციხის თემისათვის 667 ათასი ლარი გამოიყო – ამის შესახებ საკრებულოს სხომაზე გახდა ცნობილი. მიმდინარე წელს, დაფინანსება, გასულ წელთან შედარებით, 17 ათასი ლარით მეტია, ეს თანხა კი ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში ერთ–ერთი კორპუსის გადახურვას მოხმარდება.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ თანხის გაზრდა ქვეყნის სხვა მნუნიციპალიტეტებში მოსახლეობის მიგრაციამ გამოიწვია. კიდევ ერთი საკითხი სხდომაზე, დასახლებების საერთო კრების ტიპიურ დადგენილებებს შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თუ სხვა ტიპის კრებები დასახლებებში სპეციალური წესის მიხედვით უნდა შედგეს. კერძოდ, კრება არ ჩაითვლება ჩატარებულად თუ მას მოსახლეობის 20% არ დაესწრება. დღესვე განიხილეს ახალციხის თემის გერბისა და დროშის საკითხიც, რომლის ფარგლებშიც 7 კაციანი სამუშო ჯგუფი დამტკიცდა. სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა სამცხე–ჯავახეთის სარაგბო კლუბის ჩამოყალიბებაში თემის მონაწილეობაზე იმსჯელეს. საბოლოოდ გადაწყდა, რომ გუნდი, რეგონის მასშტაბით შეიქმნება, რისაც 20 000 ლარს სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტი ჩარიცხავს.