პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარია
სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი დაახლოებით 14:10 წუთზე შენიშნეს, რასაც წინ დაკვამლიანება და ელექტროენერგიის გათიშვა უძღოდა.

სამხარეო ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ხანძარი სახურავიდან გაჩნდა, სადაც ელექტროენერგიის სადენებია გაყვანილი.

გუბერნატორის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი მეცხრე არხთან აცხადებს, რომ ევაკუაცია მაშინვე გამოცხადდა და ცეცხლწაკიდებული შენობა მან ყველაზე ბოლოს დატოვა.

ამ დროისათვის მიმდინარეობს სახურავის ახდის სამუშაოები, რათა ოთხმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ წყლის დასხმა დაიწყოს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.

ადმინისტრაციულ შენობაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნია, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და რამდენიმე ააიპ-ია განთავსებული.

Print