პოლიტიკა
ხანძრის გამო, ახალციხეში, ორი ქუჩა გადაიკეტა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო გადაკეტილია დიდიმამიშვილისა და შალვა ახალციხელის ქუჩები.

სამართალდამცველებმა ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.

პოლიციის მიერ გავლებული ყვითელი ლენტის გამო მოქალაქეებს და ავტომობილებს არნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება ეკრძალებათ.

Print