პოლიტიკა
ინფრასტრუქტურის მინისტრი ადიგენის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, რეგიონის და მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად, ადიგენის სამ სოფელს ეწვია.

არალის, ბოლაჯურისა და მოხეს მოსახლეობასთან შეხვედრისას, ადგილობრივებმა სოფლის პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. სასმელი და სარწყავი წყალი, ბუნებრივი აირით და საშეშე მერქნით მომარაგება - მოსახლეობამ აქცენტი ძირითადად, ამ საკითხებზე გააკეთა.

„გრძელდება ადგილობრივი თვითმმართველობის, პარლამენტის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ღია შეხვედრები მოსახლეობასთან. ეს არის „ქართული ოცნების“ ინიციატივა. ხელისუფლების შეხვედრები ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა სოფელში, ყველა რეგიონში,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, ასეთი შეხვედრებით მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტს გეგმავს.
Print