პოლიტიკა
ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს
თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერის გარდა, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები შს და თავდაცვის სამინისტროებში ხორციელდება. თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, შს მინისტრის თანამდებობაზე კი ვახტანგ გომელაური ბრუნდება.

Print