პოლიტიკა
პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება
პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება.

ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც პარლამენტის დღის წესრიგში დადგება, ახალი პრემიერ-მინისტრისა და ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი იქნება.

საშემოდგომო სესიაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ამასთან, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პარლამენტში განსახილველად გატანამდე, პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცედურა დაიწყება.

პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

გარდა ამისა, პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში დადგება გენერალური პროკურორის, სახელმწიფო აუდიტორის და სახალხო დამცველის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა, რაც საგაზაფხულო სესიაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა გადაიდო.

Print