პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა
გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატები გააფრთხილა და მოუწოდა, მათ წესრიგი დაეცვათ.

„პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის თანახმად, ვაფრთხილებ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ხელს უშლიან სხდომის წარმართვას. ვინაიდან ამ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ ჩვენი კოლეგები, ამავე მუხლის თანახმად, ვთხოვ მანდატურის სამსახურს, რომ მათ დაატოვებინოს დარბაზი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრების გარდა, საბოლოოდ დარბაზიდან გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატებიც.

პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, თუმცა ჰიმნის დასრულებისთანავე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ერთგვარ ფორმას მიმართეს და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.

Print