პოლიტიკა
"ეს არის ბნელებისთვის გადაყრილი საკენკი"-პასუხი ირაკლი ღარიბაშვილს

 

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ მისთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას აზრი არ აქვს. ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „გირჩის“ საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას.

„ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო.

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი. ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც „ასავალ-დასავალის“ მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - „ასავალ-დასავალში“ გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან", - წერს ჯაფარიძე.

„არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ „გირჩის“, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტის 4 კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

 

Print
თეგები: გირჩი /