პოლიტიკა
„ჩვენ სიმართლის არ გვეშინია" - გიორგი გახარია

 

"ჩვენ სიმართლის არ გვეშინია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხს დავანახოთ რა არის ჩვენი დღევანდელი რეალობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, პარლამენტში დასმულ ყველა კითხვას უპასუხებს.

ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ენა საზოგადოებასთან ურთიერთობაში იყო სიმართლის ენა. ჩვენ სიმართლის არ გვეშინია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხს დავანახოთ რა არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, რა გამოწვევები გვაქვს ხვალ და რა მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას გავაკეთებთ ბოლომდე, ამის არ შეგვეშინდება. ყველა სხდომა რომელიც ამ დარბაზში ჩატარდება, ჩვენ წყნარად, მშვიდად მოვალთ და ყოველთვის გავცემთ პასუხებს კითხვებს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტში დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ფორმატში უსმენდნენ.

 

Print