პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შს სამინისტროში მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს
ვეცდებით ხალხის და პარლამენტარების ნდობა გავამართლოთ, - ამის შესახებ ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შს სამინისტროში მასშტაბურ ცვლილებებს არ გეგმავს. „ეს შეიძლება უმნიშვნელო ცვლილებები იყოს“,- განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას, გომელაურის თქმით, აღნიშნულს გადაწყვეტს გუნდი.

„მოვალეობას ასრულებს ჩემი პირველი მოადგილე, დანარჩენს გადაწყვეტს პრემიერ-მინისტრი და გუნდი“,-განაცხადა მან.

ამასთან, მან 20 ივნისის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და მათთან უწყება ითანამშრომლებს.
Print