პოლიტიკა
ახალციხეში საკონსტიტუციო პროექტი პარლამენტარებთან ერთად განიხილეს(ვიდეო)
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა ამჯერად, ახალციხეში გაიმართა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში ცვლილებების პროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ წარადგინა. განხილვას კონსტიტუციონალისტები, ექსპერტები, ადგილობივი მოსახლეობა, "ქართული ოცნების" და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი მიზანი მომავალი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა, შემოდის ნულოვანი ბარიერი, თუმცა პარტიებს ეკრძალებათ ბლოკების შექმნა, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელია.

მმართველი გუნდი 20 ივნისის აქციების შემდეგ იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და პროპორციულ საარჩევნო სისტემას დათანხმებოდა. მას მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნაა, რომ საარჩევნო ბარიერი აიწიოს 3%-მდე და ბლოკების შექმნა შეძლონ.

Print