პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის უარყოფითად შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა


“ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40 % ცუდად აფასებს, რაც 10 %-ით მეტია აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით. აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად 30 % მიიჩნევდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგებით, პრეზიდენტის საქმიანობის უარყოფითად შეფასების ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხი „კარგად“ გამოკითხულთა 12%-მა გასცა, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კონკრეტულად აპრილის თვესთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 8 %-ით გაუარესდა. აპრილში ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 20% მიიჩნევდა.

ასევე ყველაზე დაბალია იმ რესპონდენტების მაჩვენებელიც, რომლებიც პრეზიდენტის საქმიანობას „საშუალოდ“ აფასებენ. კერძოდ, გამოკითხულთა 28 % მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა „საშუალოა“. აღსანიშნავია, რომ 12 %-მა „არ იცის“ კითხვაზე პასუხი.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.

Print