პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩმა ახალქალაქში ვიზიტი დაასრულა
ევროკავშირის ელჩის ვიზიტი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთში დასრულდა. კარლ ჰარცელი, ახალქალაქში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებას დაესწრო. ელჩმა მოინახულა ახალქალაქის სასწავლო ცენტრის ბენეფიციარები, რომელიც ახალქალაქში, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მხარდაჭერის ფარგლებში, ქართული და ინგლისური ენების ინტენსიური შესწავლის კურსებს ატარებს.

შემდეგ სოფელ ოკამს ესტუმრა, სადაც "ვულკანური წიდის მოპოვება და დამუშავება" ბენეფიციარს, ვულკანური წიდის სამთო კომპანია „მერიდიანი 2006“ წარმომადგენელს და მეწარმე არტურ ხაჩატრიანს შეხვდა.

ელჩის ვიზიტის ფარგლებში, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის ციხის ტერიტორიის დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს.


13:00 საათზე კი ელჩმა მოსახლეობას მიმართა, რომელიც ქალაქის ცენტრში გაშლილი კარვებთან იყო, სადაც საინფორმაციო ბროშურებს არიგებდნენ. ევროპის დღე საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივთ და ახალქალაქის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
Print