პოლიტიკა
პრეზიდენტი კოლუმბიის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ,,მსოფლიო ლიდერთა ფორუმში“, კოლუმბიის უნივერსიტეტში მონაწილეობა მიიღო, სადაც ის 1972-1973 წლებში საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლაში სწავლობდა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე, რომელიც გლობალურ გამოწვევებსა და კულტურულ შესაძლებლობებს შეეხებოდა, საკუთარი გამოსვლა სოხუმის დაცემაზე საუბრით დაიწყო და რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


Print