პოლიტიკა
ხვალ მთავრობის რიგგარეშე სხდომა გაიმართება
რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ამასთან, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 27 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზრდება და 14 მილიარდს გადააჭარბებს.

„ბიუჯეტში დღეს ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა იქნება გათვალისწინებული. ბიუჯეტს უყვარს სიტყვა დაბალანსებული. ხშირად ხმარობენ ამას და მისი არსი მდგომარეობს შემდეგში, არა მარტო ხარჯებით და შემოსავლებით არის დაბალანსებული, არამედ მსოფლმხედველობრივად უნდა იყოს დაბალანსებული, რაც ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ყველა ის სოციალური გამოწვევა, იქნება ეს პენსიონერები, შშმ პირები, მათი მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ამავდროულად კაპიტალურ დანახარჯებსაც თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს, რადგან მხოლოდ კაპიტალური და ინფრასტრუქტურული დანახარჯებია იმის წინაპირობა, რომ ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს და დაჩქარდეს. შესაბამისად, ამ კუთხით ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ბიუჯეტი დაბალანსებული იქნება. მგონია, რომ ამ ბიუჯეტს ექნება მხარდაჭერა როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაში
,“-განაცხადა მაჭავარიანმა.
Print