პოლიტიკა
რუსეთი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტს“ რაულ ხაჯიმბას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კვლავაც დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის საიტზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისალოცი დეპეშა გაუგზავნა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ეროვნული დღესასწაულის გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი აფხაზეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაჭრაში კვლავაც ყოველმხრივ დაეხმარება“, - ნათქვამია მიმართვაში.



Print