პოლიტიკა
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა დასრულდა. შეხვედრაზე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ის ნაწილი განხილეს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ, სპეციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელ თანხებს ეხება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საიდუმლო შესყიდვები ძირითადად, ძალოვანი უწყებებისთვის არის განკუთვნილი.

"სამწუხაროდ, არ შემიძლია განვრცობილი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რადგანაც საქმე ეხება საიდუმლო ინფორმაციას. იყო ძალიან კონსტრუქციული და პროდუქტიული შეხვედრა. ზოგადად, საიდუმლო შესყიდვები როგორც წესი, ძალოვან უწყებებს კავშირდება. ამაში ახალი არაფერია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
Print