პოლიტიკა
გენერალურმა პროკურორმა 1994 წელს დაფუძნებულ უნივერსიტეტში 1993 წელს ჩააბარა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" მიიჩნევს, რომ მოქმედი გენერალური პროკურორისა და უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატის დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა გამოიკვეთა. ორგანიზაციამ ამ საკითხზე კვლევა და დოკუმენტების ასლები გაასაჯაროა.

დიპლომის მიხედვით, თადუმაძე სასწავლებელში 1993 წელს ჩაირიცხა, თუმცა უნივერსიტეტის დაარსების თარიღად 1994 წელია მითითებული.

"სწავლების დაწყების თარიღად თადუმაძეს 1994 წელი აქვს მითითებული იუსტიციის საბჭოში წარდგენილ ბიოგრაფიაში და საჯაროდაც იგივეს ადასტურებს. ანალოგიური ინფორმაციაა განთავსებული საპროკურორო საბჭოს გვერდზეც. აღსანიშნავია, რომ შალვა თადუმაძემ საშუალო სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის 1993 წელს სტუდენტი ყოფილიყო", — განმარტავენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, ეს საკითხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ და არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ.

უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ თადუმაძეს ყველა იმ კითხვას დაუსვამენ, რაც საზოგადოებას აინტერესებს.
Print