პოლიტიკა
ახალციხის მერი მოსახლეობას და სამოქალაქო სექტორს შეხვდა (ვიდეო)
ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, ახალციხის მერმა საზოგადოებასთან შეხვედრისას ისაუბრა. ზაზა მელიქიძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურისთვის წელს 17 მლნ. ლარი იხარჯება.

შეხვედრის მონაწილეებმა მერს კითხვები მათთვის მთავარ პრობლემებზე დაუსვეს, როგორიცაა ქალაქის გზების რეაბილიტაცია, რომელმაც ახალციხეში გადაადგილების პრობლემები შექმნა, სტადიონის ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, საცურაო აუზის გაჭიანურებული მშენებლობა, მოშლილი საკანალიზაციო სისტემები, საბავშვო ბაღების გარეშე დარჩენილი სოფლები.

შეხვედრის მიზანს მოქალაქეებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმოადგენლებისთვის, პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
შეხვედრა ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა. „მსგავსი საანგარიშო შეხვედრები ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში“, - ფიქრობენ ორგანიზატორები.

Print