პოლიტიკა
იტალიელმა დეპუტატმა თურქ კოლეგებს შოკოლადი ესროლა (ვიდეო)
ევროპარლამენტში იტალიელმა დეპუტატმა ანჯელო ჩოკამ, თურქ კოლეგებს შოკოლადი ესროლა.

Euronews-ის ინფორმაციით, ჩოკა სირიაში თურქეთის მიერ წარმოებულმა სამხედრო ოპერაციამ გააღიზიანა.

მისი თქმით, „თურქეთმა სირიის მშვიდობიანი მოქალაქეები დაბომბა“.

შოკოლადი კი თურქ დეპუტატებს ანკარიდან ჰქონდათ ჩატანილი.

„არ ვღებულობთ იმათ საჩუქრებს, ვისი ხელებიც სისხლშია გასვრილი და ვინც ტერორს უჭერს მხარს“, – განაცხადა იტალიელმა დეპუტატმა.

Print