პოლიტიკა
საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა (ვიდეო)
დღეს, 1 ნოემბერს, ახალციხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

კომისიის თავმჯდომარეების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, სოფელ ანში სასმელი წყლის პრობლემა, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გადაიჭრა. გარდა ამისა, ხალხის მოთხოვნით, ჭვინთასა და ელიაწმინდაში აშენდა წისქვილები და სოფლებში შიდა გზებიც მოეწყო.

სხდომაზე ახალციხეში მდებარე ჯაყელის ბაღის საკითხიც განიხილეს, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ანტისანიტარიისა და სამზარეულოს არ არსებობის გამო დახურვას უპირებდა. მერიის გადაწყვეტილებით, საბავშო ბაღში სამზარეულოს მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის სამსახურის თავმჯდომარის თქმით, 79 მსხვილი პროექტია განსახორციელებელი. მათგან 13 რაიონში გზების მშენებლობის, 3 კანალიზაციის მოწესრიგებას, 18 სკოლის რეაბილიტაციას, 8 ამბულატორიის მშენებლობას 8 და 2 სკვერების მოწესრიგებას ეხება.
სხდომაზე აღნიშნა, რომ 900 000 ლარიანი პროექტი, რომელიც წინუბანისა და გურკელის გზის მოწესრიგებას გულისხმობდა დასრულდა.

რაც შეეხება 2020 წელს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ წყრუთსა და ანში საბავშო ბაღები აშენდება, რომელიც 1 600 000 ლარი დაჯდება.

სხდომას ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

ოპოციზიის წარმომადგენლები ანგარიშიც წარდგენას ამომრჩევლის წინაშე ცალკე აპირებენ.

Print