პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: "გაიგებთ, როცა დრო იქნება"
"გაიგებთ, როცა დრო იქნება", — ასეთია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე შეიწყალებს თუ არა ის დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.

გუშინ, 2 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა და დეკანოზ მამალაძის 23 ნოემბერს გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ადმინისტრაციის შეფასებით - „ასეთი „ფეიკნიუსები“ ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა”.
Print