ახალციხეში, ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის განხილვა მოეწყო
ახალციხეში ოპოზიციური პარტიების მიერ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მოეწყო. 12 პოლიტიკური ძალის მიერ შედგენილი  ცვლილებები პროპორციულ არჩევნებს, პროპორციულ–რეგიონულ სიებს გულისხმობს. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა ადგილობრივებს განუმარტა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ამჟამად მოქმედი სისტემა, რომლის მიხედვითაც გარკვეულ რეგიონებში მაჟრიტარული არჩევნები არ ჩატარდება და 5 რეგიონს ერთი დეპუტატი ეყოლება.

ახალციხეში ოპოზიციური პარტიების მიერ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მოეწყო. 12 პოლიტიკური ძალის მიერ შედგენილი  ცვლილებები პროპორციულ არჩევნებს, პროპორციულ–რეგიონულ სიებს გულისხმობს.

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა ადგილობრივებს განუმარტა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ამჟამად მოქმედი სისტემა, რომლის მიხედვითაც გარკვეულ რეგიონებში მაჟრიტარული არჩევნები არ ჩატარდება და 5 რეგიონს ერთი დეპუტატი ეყოლება. ოპოზიციურმა პარტიებმა კი შეიმუშავეს ახალი სისტემა, სადაც  უკეთ წარმოჩინდება, როგორც  პარტიის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება, ასევე მათი ინდივიდუალური არჩევანიც.  შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა 240 ათასი ხელმოწერის საფუძველზე პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებები შეთავაზეს, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და პროპორციული და სამხარეო-პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს.


Print