პოლიტიკა
დაგროვებითი საპენსიო სქემა „ოცნების“ ორმა დეპუტატმა დატოვა
დაგროვებითი საპენსიო სქემა სულ პარლამენტის 17-მა წევრმა დატოვა. ინფორმაციაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ პარლამენტიდან გამოითხოვა, ვკითხულობთ, რომ მათ შორის ორი - კახა ოქრიაშვილი და თეიმურაზ კოხრეიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

კახა ოქრიაშვილი „პსპ ფარმას“ 95%-იანი წილის მესაკუთრეა. პოლიტიკაში ბიზნესიდან არის მოსული თეიმურაზ კოხრეიძეც.

როგორც თეიმურაზ კოხრეიძემ, ასევე, კახა ოქრიაშვილმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონს კენჭისყრაზე სამივე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გავიდა ოპოზიციის 15 დეპუტატი, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ არიან: „ევროპული საქართველოდან": ლაშა დამენია, აკაკი ბობოხიძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, თენგიზ გუნავა, გიორგი ღვინიაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, დავით ბაქრაძე, ლელა ქებურია, ირმა ნადირაშვილი, გიორგი ტუღუში, გიგი წერეთელი, სერგო რატიანი და გიგა ბოკერია; რამაზ ნიკოლეიშვილი (უფრაქციო), დავით ჭიჭინაძე (უფრაქციო).

წყარო: რადიო "თავისუფლება"
Print