პოლიტიკა
ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ,,, - გედევან ფოფხაძე დეპუტატს დაუპირისპირდა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა.

„ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მო...ავ როჟას. გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს", - მიმართა ფოფხაძემ ბერაიას.

ამის შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევნ ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე მედიასთან ისაუბრა და განცხადა - „მე დღეს ემოციები ვერ შევიკავე და ვიყავი ჩემთვის არაჩვეულ ემოციურ ტალღაზე“.

კანონპროექტის განხილვისას უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. კანონმდებლებმა ერთმანეთს უცენზურო ლექსიკით მიმართეს, რის გამოც, პარლამენტის თავმჯდომარემ მათ მიკროფონები გაუთიშა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

სხდომათა დარბაზში ვითარება პერიოდულად იძაბება. აღნიშნულის გამო, "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ტექნიკური შესვენების გამოცხადება მოსთხოვა. ამის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, რის შემდეგაც არჩილ თალაკვაძემ 10-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
Print