პოლიტიკა
გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის - ირაკლი კობახიძე
გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი თვალსაზრისით, შეუძლებელია. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ.

დღეს, პარტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი იყო და ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებოდა ადამიანს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ირაკლი კობახიძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართულ ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციასა და განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან ასევე აღნიშნა, მათი ოპონენტები თუ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებენ, შემდეგი არჩევნებისთვის კიდევ უფრო მეტს წააგებენ.

„ჭიქაში ქარიშხალს ნუ შევქმნით. მე ახლა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერს ვუყურებდი და რეალურად დღეს პარტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი იყო და ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებოდა ადამიანს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა. ჭიქაში ქარიშხალი არ უნდა შეიქმნას. ყველაფერი იქნება მშვიდად. ისინი, ჩვენი ოპონენტები თუ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებენ, შემდეგი არჩევნებისთვის კიდევ უფრო მეტს წააგებენ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები უმრავლესობის წევრებს ოფისში შეძახილებით - „მონებო“ აცილებდნენ. „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება და შეხლა-შემოხდა რამდენჯერმე მოხდა.
Print