პოლიტიკა
საპროტესტო აქციას ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ (ვიდეო)
დედაქალაქში დაგეგმილ საპროტესტო აქციას ახალქალაქიდან თბილისში ,,ევროპული საქართველოს" წევრები და მხარდამჭერები შეურთდნენ.

ადგილობრივები ხელისუფლების ტყუილს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯით ქართული ოცნების მმართველობა უნდა დასრულდეს.

,,ხელისუფლება, როცა ტყუილსა და კონტრაქციებზე გადადის, ნიშნავს რომ სიტუაციას ვეღარ მართავს და უკვე წაგებულია" -განაცხადა ევროპული საქართველოს ახალქალაქი-ნინოწმინდის ხელმძღვანელმა არსენ კარაპეტიანმა.

რეგიონებიდან თბილისში ჩასული "ნაციონალური მოძრაობის " წევრები და აქტივისტები 14:00 საათზე პუშკინის სკვერში შეიკრიბებიან, ხოლო ევროპული საქართველოს" წევრები 14:30 საათზე ოპერასთან " შეგროვდებიან. რეგიონებიდან ჩასული ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდანმჭერები ფეხით მსვლელობას დაიწყებენ და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
Print