პოლიტიკა
თბილისში გამართულ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდნენ (ვიდეო)
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა'' და ,,ევროპული საქართველოს'' წევრები და მხარდამჭერები თბილისში გაემგზავრნენ.

ახალციხელები ხელისუფლების ტყუილს აპროტესტებენ დ ამბობენ, რომ ვითარება შეუქცევადია და ,,ქართულმა ოცნებამ" ხალხის მოთხოვნები უნდა შეასრულოს.

რეგიონებიდან თბილისში ჩასული "ნაციონალური მოძრაობის " წევრები და აქტივისტები 14:00 საათზე პუშკინის სკვერში შეიკრიბებიან, ხოლო ევროპული საქართველოს" წევრები 14:30 საათზე ოპერასთან " შეგროვდებიან.

რეგიონებიდან ჩასული ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდანმჭერები ფეხით მსვლელობას დაიწყებენ და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

მოთხოვნები ამ ეტაპზე უცვლელილ რჩება. ქუჩაში ხალხთან ერთად გასული ოპოზიცია ითხოვს 3 საკითხის გადაჭრას.

1. მთავრობის გადადგომას;

2. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით;

3. არჩევნების ჩატარება, დროებითი მთავრობის მიერ ასევე დროებით დანიშნული საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებთან ერთად.
Print