პოლიტიკა
ახალციხეს დიდი ბრიტანეთის ელჩი სტუმრობდა

 

ჯასტინ მაკკენზი სმიტმა ახალციხეში შეხვედრები გამართა სტუდენტებთან, მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ელჩის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო, სადაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ესაუბრა. მან აქცენტი სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებზე გაამახვილა, რომელსაც საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს.

ელჩმა უნივერსიტეტიდან ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გადაინაცვლა, სადაც ლიტერატურულ საღამოს დაესწრო. დღის ბოლოს, ქალაქის ცენტრალურ პარკში განთავსდა მოძრავი საელჩოც, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ბრიტანეთის საგანმანათლებლო პროგრამებს და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ინტერაქტიულ თამაშებში.

ვიზიტი პროექტის „2019 წლის შემოდგომის დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში“ ფარგლებში შედგა, რომელიც ორ ქვეყანას შორის მეგობრობას აღნიშნავს. მსგავსი სახის შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონში.

Print