პოლიტიკა
,,ამ სისტემის დედაც" და ,,fuck the Law" - საპროტესო წარწერები ახალციხეში (ვიდეო)
,,ამ სისტემის დედაც" და ,,Fuck the Law" - ამ შინაარსის წარწერები ახალციხეშიც გაჩნდა. ქალაქის ცენტრში - მეცხრე არხის კამერამ ,,თინეიჯერული პროტესტის" გამომხატავი წარწერები სამხარეო ადმინისტრაციის მარცხენა მხარესა და თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა. ადგილობრივები წარწერების გაჩენას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ახალციხის ჩართვა სამოქალაქო პროტესტის ნაწილში მისასალმებელია, რაც შეეხება 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს, სისტემის მანკიერ მხარეს უწოდებენ და ოჯახს უსამძიმრებენ.

,,მინდოდა, რომ ჩემი ქალაქიც შეერთებოდა ამ თინეიჯერი ბიჭის ერთგვარ აქციას, რაც ამ თაობას გააჩნია ჩვენი და უფრო მეტი ასაკის ადამიანების მიმართ. რატომ შევუერთდით? - უნდა შევერთებოდით, რადგან ეს არის საზოგადო ტირილი, საზოგადო ტკივილი, მაგრამ პრობლემა არის შემდეგში - რატომ დაწერა ბავშვმა და მაშინ არავინ დაინტერესდა, ეს უფრო მტკივნეული თემაა. (ლუკას) ეს პროტესტი სულის ტკივილს ნიშნავდა, რომელსაც ვერავინ მიხვდა. სამწუხაროდ, ჩვენ ყველა ვართ მოძალადეები" - ამბობს ჯუნა ნათენაძე.

წარწერების გაჩენას მიესალმება ახალციხის ოპოზიციაც. ,,ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ახალციხეში აცხადებს, რომ ახალგაზრდების ეს ფაქტი აერთდროულად აკვირვებს და ახარებს.

,,ჩვენ გვყავს სისტემის მორიგი მსხვერპლი და ასე თუ გაგრძელდა, ეს არ იქნება სამწუხაროდ ბოლო და ვუსამძიმრებ ლუკას ოჯახს. ახალციხისთვისაც არ არის უცხო და კარგია, თუ სამოქალაქო მოძრაობა გამოხატავს პროტესტს" - აცხადებს გელა დემეტრაძე.

გელა დემეტრაძე უსამძიმრებს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და 15 წლის მოზარდს სისტემის მსხვერპლს უწოდებს.
Print