პოლიტიკა
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე სამსახურის მანქანით ავარიაში მოჰყვა
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ქვეითს დაეჯახა. 40 წლის მამაკაცი სხეულის დაზიანებებით თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში ამ დრომდე რჩება.

შემთხვევა ცხრა დეკემბერს, 08:00 საათზე ქარელთან მოხდა. საკრებულოს თავმჯდომარე სამსახურის ავტომობილით (Toyota Land Cruiser Prado) თბილისში, მოადგილესთან ერთად მიდიოდა.

"მივლინებაში ვიყავით, ჩქარა არ მივდიოდი, აგარებთან წინ გადამირბინა ახალგაზრდა კაცმა. თითქმის გაჩერებულზე დავეჯახე. მართალია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამნაშავე ის არის, ვინც ეჯახება, მაგრამ მასაც მიუძღვის ბრალი. იქ გადაირბინა სადაც არ უნდა გაევლო, ამიტომ პრეტენზია არ აქვს. სავარაუდოდ, ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლება ყველაფერი", - გვითხრა გელა ნოზაძემ.

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მამაკაცი სოფელ კოდას მკვიდრია.

გელა ნიზაძე სამართალდამცავებმა იმ დღესვე გამოკითხეს. ავტომანქანა გორში, საჯარიმოზეა გადაყვანილი.

შინაგა საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარს ქარელის კრიმინალური პოლიციის აგარის განყოფილება იკვლევს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღევავას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print