პოლიტიკა
„დისტანციური სტაჟირება პარლამენტში"
2020 წლიდან საქართველოს პარლამენტში ახალი პროექტი დაინერგება, რომლის ანალოგიც მსოფლიოს არცერთ პარლამენტში არ არის.

რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტის გაცნობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე გორისა და ახალციხის უნივერსიტეტებს ესტუმრა, სადაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს პროექტის შესახებ ესაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ფლობს ბაკალავრის ხარისხის დიპლომს ან არის ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი, კონკურსის გავლის საფუძველზე ჩაერთოს პარლამენტის სტაჟირების ექვსთვიან პროგრამაში, რომლის ძირითადი ნაწილი მენტორსა და სტაჟიორს შორის დისტანციურად განხორციელდება.

Print