პოლიტიკა
ახალციხის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

 

ახალციხის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. დეპუტატებმა მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი ერთხმად დაუჭირეს. სხდომას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. 

მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მლნ. 500 ათასი ლარია. თვითმმართველობის განცხადებით, პრიორიტეტი განათლება და ინფრასტრუქტურაა.

საკრებულოს სხდომა 26 დეკემბერს გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილეს. სხდომაზე ახალციხის მერი 2019 წლის ანგარიშით წარსდგა. ზაზა მელიქიძემ მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

Print