ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავით ლომიძემ დაიკავა
ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავით ლომიძემ დაიკავა. იგი ფარული კენჭისყრით დეპუტატებმა დღეს, 28 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, აირჩიეს. საკრებულოში თავმჯდომარეობის მსურველის ორი  განაცხადი შევიდა:  ესენია ზურაბ სადათიერაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და დავით ლომიძე – კოალიცია “ქართული ოცნებიდან” ფარული კენჭისყრის შედეგები ასეთია: 9 ხმა დავით ლომიძეს, 5 ხმა ზურაბ სადათიერაშვილს, ხოლო ერთი – ბათილი. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას თამარ გოგოლაძე მას შემდეგ ასრულებდა, რაც პოსტი კახა ბერიძემ დატოვა.  მას საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა 2014 წლის 14 ივლისიდან 2015 წლის 7 აგვისტომდე ეკავა.

dato lomidze.jpgქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავით ლომიძემ დაიკავა. იგი ფარული კენჭისყრით დეპუტატებმა დღეს, 28 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, აირჩიეს.

საკრებულოში თავმჯდომარეობის მსურველის ორი  განაცხადი შევიდა:  ესენია ზურაბ სადათიერაშვილი – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და დავით ლომიძე – კოალიცია “ქართული ოცნებიდან”

ფარული კენჭისყრის შედეგები ასეთია: 9 ხმა დავით ლომიძეს, 5 ხმა ზურაბ სადათიერაშვილს, ხოლო ერთი – ბათილი.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას თამარ გოგოლაძე მას შემდეგ ასრულებდა, რაც პოსტი კახა ბერიძემ დატოვა.  მას საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა 2014 წლის 14 ივლისიდან 2015 წლის 7 აგვისტომდე ეკავა.

Print