პოლიტიკა
2020 წლის ბორჯომის მერიის ბიუჯეტი 24 345 000 ლარია (ვიდეო)
დღეს, 27 დეკემბერს, ბორჯომის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 24 345 000 ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტი მაქსიმალურად არის მორგებული თითოეული ბორჯომელის საჭიროებებზე.

ტელეკომპანია ბორჯომის ინფორმაციით, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლებაა.


Print