პოლიტიკა
"მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა საქართველოსთვის არის იდეალური" - დეპუტატი გიორგი კოპაძე
პროპორციული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის შემდეგ, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა „მეცხრე არხთან“ კომენტარი პირველად გააკეთა. „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კოპაძემ 2019 წლის 14 ნოემბერს ცვლილებებს პარლამენტში მხარი არ დაუჭირა, ეს გადაწყვეტილება კი დღეს ახსნა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ არსებული საარჩევნო სისტემა იდეალურია, პროპორტიული არჩვნებისთვის კი ქვეყანა მზად არ არის.

გიორგი კოპაძე აცხადებს, რომ არსებული მოდელი მოსახლეობასაც მოსწონს, რადგან პარლამენტში მაჟორიტარების არყოფნას არ ეთანხმებიან. „მოსახლეობა ნამდვილად არ ელოდა პროპორციულ არჩევნებს“, - გვითხრა დეპუტატმა.

კოპაძის თქმით, „ამბოხებული“ დეპუტატების აზრი უმრავლესობაში თავიდანვე იცოდნენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ ჩააგდო. გიორგი კოპაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა კი ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო, ეს დაპირება "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მიტინგებისა და 20 ივნისის მოვლენების გამო გასცა.

Print