პოლიტიკა
სამუშაო შეხვედრა და პროექტები სოფლად - ახალციხის მერიაში 2020-ს პრიორიტეტები განიხილეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, სამუშაო შეხვედრაზე სოფლებში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, 2020 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ და ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.
მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა წარმომადგენლებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებების გეგმა-გრაფიკები და პროგრამის დადგენილებაში შეტანილი ცვლილები გააცნო, რომლებიც სოფლად ძირითადი საჭიროებების მოგვარებას ემსახურება.
მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 3-დან 20 თებერვლამდე გაგრძელდება, თითოეულ დასახლებაში მაცხოვრებლები განსახორციელებელ პროექტებს სოფლის საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩევენ.
გააზიარეთ :